"მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - გოგა ბითაძე ვენესუელასთან მატჩზე » სპორტის ხაზი

"მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - გოგა ბითაძე ვენესუელასთან მატჩზე

"მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - გოგა ბითაძე ვენესუელასთან მატჩზე
29-08-2023, 14:01
Aa Aa
გაზიარება:

30 აგვისტოს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე შეხვედრას გამართავს. მისი მოწინააღმდეგე ვენესუელა იქნება, რომელმაც პირველ ტურში სლოვენიასთან, ხოლო მეორე ტურში კაბო-ვერდესთან დამარცხდა.

თავის მხრივ, ჩვენს ნაკრების ერთი მოგება და ერთი წაგება აქვს - "ჯვაროსნებმა" კაბო-ვერდე დაამარცხეს, ხოლო სლოვენიასთან დიდი ანგარიშით წააგეს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე მედიასთან ნაკრების კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ უკან დასახევი გზა არ არსებობს და ნაკრები ვენესუელასთან მოსაგებად გამოვა:

"სლოვენია ძალიან ძლიერი მეტოქეა და ცალკეულ მომენტებში არბიტრებიც არ გვწყალობდნენ. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მოგება მაინც შეგვეძლო. ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით დაცვაში. თუმცა საკალათბურთო ცხოვრება ერთი მატჩით არ შემოიფარგლება, ამიტომაც მთლიანად უახლოეს მატჩზე ვართ გადართული. ვენესუელასთან მეტად პრინციპული თამაში გველის. წარმატების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 16 უძლიერეს ნაკრებს შორის მოხვდება, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ა.

მომავალი მეტოქე კარგად შევისწავლეთ. ზუსტად ვიცით ვენესუელელთა ძლიერი და სუსტი მხარეები. გუნდი აქცენტს სწრაფ შეტევასა და ზუსტი სამქულიანების შესრულებაზე აკეთებს. ამ მხრივ მოწინააღმდეგე მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ და წინა ხაზში ჩვენი უპირატესობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. უკანდასახევი გზა არ გვაქვს – მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ და იმედია, გავიმარჯვებთ.
"
- განაცხადა გოგამ.

ჩვენს გუნდს ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვს, თუმცა თეორიული შანსი ვენესუელელებსაც გააჩნიათ: მათ საქართველოსთან 15-ზე მეტი ქულით მოგება სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა 30 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი