საუდის არაბეთის ნაკრებს გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი უხელმძვანელებს » სპორტის ხაზი

საუდის არაბეთის ნაკრებს გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი უხელმძვანელებს

საუდის არაბეთის ნაკრებს გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი უხელმძვანელებს
28-08-2023, 20:12
Aa Aa
გაზიარება:

ოფიციალურად: რობერტო მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრებს უხელმძვანელებს.

მანჩინიმ საუდის არაბეთთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. რაც შეეხება მის ხელფასს , ის წელიწადში 20 მილიონ ევროს მიიღებს.


ერთ-ერთი ინტერვიუს დროს რობერტო მანჩინიმ თქვა: "ევროპაში ისტორია შევქმენი, ახლა დროა იგივე საუდის არაბეთშიც გავიმეორო."


მანჩინი 2018 წლიდან 2023 წლამდე იტალიის ნაკრებს ედგა სათავეში. ამ პერიოდში მან იტალიელები ევროპის ჩემპიონი გახადა, თუმცა ის ფაქტიც უნდა აღინიშნოს, რომ ზედიზედ მეორედ სკუადრა აძურა მუნდიალის მიღმაც დატოვა. ახლა ის ძალებს საუდის არაბეთში მოსინჯავს.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.