"მერაბ დვალიშვილს ვერ გაცდები ჩემამდე რომ მოხვიდე", - თოფურიამ შონ ო'მალის უპასუხა » სპორტის ხაზი

"მერაბ დვალიშვილს ვერ გაცდები ჩემამდე რომ მოხვიდე", - თოფურიამ შონ ო'მალის უპასუხა

"მერაბ დვალიშვილს ვერ გაცდები ჩემამდე რომ მოხვიდე", - თოფურიამ შონ ო'მალის უპასუხა
27-08-2023, 19:57
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, ილია თოფურია გუშინ ქვემსუბუქ და სუპერმსუბუქ წონებში მიმდინარე სიტუაციას შემდეგი კომენტარით გამოეხმაურა: "დიდ პატვის ვცემ ჰოლოუეისა და კორეელ ზომბის, მაგრამ დროა კარიერა დაასრულონ. შონ ო'მალი ასე გააგრძელე და შეიძლება ერთ დღეს ოქტაგონი გავიზიაროთ, ხოლო ვოლკანოვსკი დროა დანებებისთვის მოემზადოს - ჭკუის სასწავლებლად მოვდივარ."

ილიას ამ კომენტარს შონ ო'მალიც გამოეხმაურა: "ჯერ ვოლკანოვსკი დაამარცხე და შემდეგ ვიფიქრებ შენთან დაპირისპირებაზე", - განაცხადა ამერიკელმა.

"მერაბ დვალიშვილს ვერ გაცდები ჩემამდე რომ მოხვიდე - ასე რომ დაჯექი და დამელოდე", - უპასუხა ქართველმა მატადორმა.

ცნობისთვის, UFC-ის სუპერმსუბუქ წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს - შონ ო'მალიმ ალჯამეინ სტერლინგი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.