კაბო ვერდე დავბომბეთ! - შედეგები პირველი ტაიმის შემდეგ » სპორტის ხაზი

კაბო ვერდე დავბომბეთ! - შედეგები პირველი ტაიმის შემდეგ

კაბო ვერდე დავბომბეთ! - შედეგები პირველი ტაიმის შემდეგ
26-08-2023, 12:54
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს დამაჯერებლად იწყებს - 'ჯვაროსნებმა' კაბო ვერდესთან ტაიმი დამაჯერებელი სხვაობით 22:48 მოიგეს.

აღსანიშნავია ილია ზუროსის ბიჭების მართლაც გამორჩეული თამაში, გამორჩეული მომენტებით, რამაც შედეგი გამოიღო და ნაკრები კომფორტული უპირატესობით იგებს.

რთულია გამოარჩიო პირველი ტაიმში თუ ვინ იყო საუკეთესო, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით გუნდის კაპიტანს და ლიდერს თორნიკე შენგელია, რომელსაც პირველ ტაიმში 9 ქულა და 4 მოხსნა დაუგროვდა. ნაკრებიდან ასევე გამორჩეულია რატი ანდრონიკაშვილი (7 ქულა), სანდრო მამუკელაშვილი (7 ქულა), გოგა ბითაძე (6 ქულა).


მეტოქე გუნდის შემადგენლობაში კი ყველაზე მეტი ქულა ტავარეშს, კაბო-ვერდეს "ხერხემალს" აქვს - 9 ქულა და 1 მოხსნა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი