"მოლაპარაკებები დროს, ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი" - არჩილ ბერიძემ გულშემატკივრებს დემჩენკო წარუდგინა » სპორტის ხაზი

"მოლაპარაკებები დროს, ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი" - არჩილ ბერიძემ გულშემატკივრებს დემჩენკო წარუდგინა

"მოლაპარაკებები დროს, ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი" - არჩილ ბერიძემ გულშემატკივრებს დემჩენკო წარუდგინა
25-08-2023, 20:33
Aa Aa
გაზიარება:

ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის საწვრთნელ ბაზაზე დინამო ბათუმის ახალი მთავარი მწვრთნელი - ანდრეი დემჩენკო გუნდის მოთამაშეებს და ჟურნალისტებს კლუბის პრეზიდენეტმა არჩილ ბერიძემ წარუდგინა.

"მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ ანდრეი დემჩენკოს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. დინამო ბათუმი ბოლო წლებში ამბიციურად კლუბად ჩამოყალიბდა და ბატონ ანდრეისთან ფორს - მაჟორულ რეჟიმში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი. კლუბის ხელმძღვანელობა გულშემატკივრებთან ერთად მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ახალი მთავარი მწვრთნელის წარმატებულ მუშაობას და მე მჯერა რომ ჩვენ ერთად დინამო ბათუმს განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანთ", - განაცხადა ბერიძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.