დიდი კაცი , დიდი სპორტიდან მიდის.
აშშ-ის ღია პირველობაზე მე-17 გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე , ჯონ ისნერმა ოთხშაბათს სოციალური მედიის საშუალებით გამოაცხადა პენსიაზე წასვლის შესახებ.
"17 წლის შემდეგ ATP ტურს, დროა დავემშვიდობო , ამერიკის ღია პირველობა იქნება ჩემი ბოლო ღონისძიება. ეს გადასვლა ადვილი არ იქნება, მაგრამ ახლა უფრო მეტ დროს გავატარებ ჩემს ოჯახთან ერთად" - წერს ჯონ ისნერი.
ისნერი არის ყველაზე მეტი "ეისის" ჩამწოდებელი ჩოგბურთელი ATP ტურის ისტორიაში. ჯონი არის ასევე 2018 წლის უიმბლდონის ნახევარფინალისტი და მსოფლიოს ყოფილი მე-7 ჩოგანი , ასევე ის იყო ამერიკის პირველი ჩოგანი 8 წლის განმავლობაში - 2012-2020.