საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე დასკვნითი ამხანაგური მატჩი გამართა » სპორტის ხაზი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე დასკვნითი ამხანაგური მატჩი გამართა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე დასკვნითი ამხანაგური მატჩი გამართა
22-08-2023, 16:50
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი ამხანაგური მატჩი გამართა , სადაც ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდა.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმართებოდა. შესაბამისად მისი ტრანსლაცია არ განხორციელებულა!

მატჩი ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს რეიტინგში მყოფ მე-3 ადგილოსან ნაკრებთან 5 ქულით დათმო. რაც ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი. პირველ ტაიმში ავსტრალიელები დომინირებდნენ და ტაიმიც 51-33 მოიგეს.

მეორე ტაიმში ზუროსის შეგირდებმა თამაში გამოასწორეს და შეცდომები საგრძნობლად შეამცირეს. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა 81:86 დათმო შეხვედრა.

ჩვენს ნაკრებში გამორჩეული გოგა ბითაძე იყო , რომელმაც 20 ქულა ჩააგდო. მან ასევე 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

გთავაზობთ ეროვნული ნაკრების მოთამაშეების სტატისტიკას ავსტრალიის წინააღმდეგ:

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატამდე დასკვნითი ამხანაგური მატჩი გამართა



შემდეგი გაჩერება უკვე მსოფლიოს ჩემპიონატია , სადაც ჩვენი ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

26 აგვისტო , 12:00 საათი - საქართველო VS კაპე ვერდე

ტრანსილაცია: პირველი არხი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი