არსენალმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა » სპორტის ხაზი

არსენალმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა

არსენალმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა
22-08-2023, 10:58
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის არსენალმა პრემიერ ლიგის მე-2 ტურში გასვლაზე კრისტალ პალასი 0-1 დაამარცხა.

"მეთოფეებმა" მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს. მატჩის 53-ე წუთზე კრისტალ პალასის კარში თერტმეთმეტრიანი დაინიშნა. ბურთთან ლონდონელების კაპიტანი მარტინ ოდეგორი მივიდა და ანგარიშიც შესანიშნავად შესრულებული პენალტით გახსნა.

შეხვედრის 67-ე წუთზე "მეთოფეების" მცველმა ტომიასუმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და არსენალი 10 კაცით დატოვა. მოედანზე.კრისტალ პალასის უამრავი შეტევის მიუხედავად, მათ გოლის გატანა ვერ შეძლეს და მატჩი საბოლოოდ 0-1 დასრულდა.

არსენალს 2-იდან 2 გამარჯვება დაუგროვდა. ისინი სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებენ.

გასული წლის პრემიერ ლიგის ვიცეჩემპიონი შემდეგ მატჩს 26 აგვისტოს გამართავს. ისინი ფულემს დაუპირისპირდებიან საკუთარ მოედანზე. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

არსენალმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა



იხილეთ მატჩის მიმოხილვა:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი