მორიგი წარმატება - ეკატერინე გორგოძემ წყვილთა შორის ვროცლავის ღია პირველობა მოიგო » სპორტის ხაზი

მორიგი წარმატება - ეკატერინე გორგოძემ წყვილთა შორის ვროცლავის ღია პირველობა მოიგო

მორიგი წარმატება - ეკატერინე გორგოძემ წყვილთა შორის ვროცლავის ღია პირველობა მოიგო
20-08-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემ წყვილთა შორის ვროცლავის ღია პირველობა მოიგო. პოლონეთში დასრულებულ ტურნირზე ის სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩთან ერთად გამოდიოდა.

ITF-ის 40 000-იანი ტურნირის ფინალში ქართულ/სლოვენიურმა წყვილმა პოლონეთის წარმომადგენლები დარია კუჩერი და ვერონიკა ევალდი 6:4, 4:6, 10:7 დაამარცხა.

ეკატერინე გორგოძისთვის ეს წყვილთა შორის ITF-ის 33-ე მოგებული ტურნირია. სულ კი 31 წლის ქართველ ჩოგბურთელს ერთეულთა და წყვილთა თანრიგში 57 ტურნირზე აქვს პირველი ადგილი მოპოვებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი