ცინცინატის მასტერსი - დიდი ფინალის მოლოდინში! » სპორტის ხაზი

ცინცინატის მასტერსი - დიდი ფინალის მოლოდინში!

ცინცინატის მასტერსი - დიდი ფინალის მოლოდინში!
20-08-2023, 10:29
Aa Aa
გაზიარება:

კარლოს ალკარასმა მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა.

მან ჰურკაჩს დრამატულ მატჩში მოუგო და ფინალის საგზური გაინაღდა.
პირველ სეტში სრულ დომინაციას პოლონელი ფლობდა , როგორც მოწოდებებით ისე "ვინერებით' და შესაბამისად პირველი სეტი მის სასარგებლოდ დასრულდა: 6-2

მეორე სეტშიც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ჰუბი, 5-4-ზე როცა კარლოსი აწვდიდა ჰურკაჩს მატჩ პოინტიც ჰქონდა მაგრამ ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ ალკარასმა საგრძნობლად მოუმატა და სეტი ტაიბრეიკზე მიიყვანა , რომელიც სათავისოდ დაიტოვა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა: 2-6 , 7-6 (4)


"დისაიდერში" უკეთესი ალკარასი აღმოჩნდა. პოლონელი ვეღარ უმკლავდებოდა კარლოსის ცეცხლოვან და უძლიერეს დარტყმებს!


საბოლოო ჯამში ალკარასმა მატჩი: 2-6 , 7-6 , 6-3 მოიგო და ცინცინატის მასტერსის ფინალში პირველად გავიდა.

მეორე 1/2 ფინალურ მატჩში ნოვაკ ჯოკოვიჩმა საშა ზვერევი 2 სეტში დაამარცხა.

პირველ სეტში საშა შესანიშნავად თამაშობდა: მოაწოდა 10 ეისი და "ვინერებითაც" აღემატებოდა სერბს, თუმცა ნოლემ მატჩში დაბრუნება მოახერხა და ზვერევს სეტი ტაიბრეიკზე მოუგო: 7-6 ( 5 )

მეორე სეტში ფსიქოლოგიური უპირატესობა ჯოკოვიჩის მხარეს იყო და ეს სათამაშო უპირატესობაზეც აისახა. (7-6, 7-5)


ნოვაკი ფინალში კარლოს ალკარასს დაუპირსპირდება.

იხილეთ მიმოხილვა:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი