'სპეციასთან' კონტრაქტი გადაიდო - რა ნომრიან მაისურს მოირგებს გელაშვილი იტალიურ კლუბში? » სპორტის ხაზი

'სპეციასთან' კონტრაქტი გადაიდო - რა ნომრიან მაისურს მოირგებს გელაშვილი იტალიურ კლუბში?

'სპეციასთან' კონტრაქტი გადაიდო - რა ნომრიან მაისურს მოირგებს გელაშვილი იტალიურ კლუბში?
19-08-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ფეხბურთელი, ივა გელაშვილი იტალიაშია და ძალიან მალე სპეციას ფეხბურთელი გახდება, თუმცა როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, გეგმები ოდნავ შეიცვალა.

საბურთალოსა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველის სამედიცინო შემოწმება რამდენიმე დღით გადაიდო. ამის გამო იგი იტალიურ კლუბთან კონტრაქტს, 18 აგვისტოს ნაცვლად, რამდენიმე დღეში გააფორმებს.

რას წერს იტალიური გვერდი გელაშვილის ტრანსფერზე



"გელაშვილის ტრანსფერი სპეციასთვის გადაუდებელი აუცილებლობაა, რომლითაც გუნდი ცდილობს, პოლონელი მცველი ვიშნევსკი იმავე მახასიათებლების მქონე მოთამაშით შეცვალოს.

ივა გელაშვილმა უკვე შეარჩია 51-ნომრიანი სათამაშო ფორმა და ვიშნევსკისგან ესტაფეტას გადაიბარებს. პოლონელი გიგანტის ჩანაცვლება გულისხმობს ისეთი მცველის შერჩევას, რომელიც თავდამსხმელებს გასაქანს არ მისცემს და ცენტრალურ ნახევარმცველებს შეტევის წამოწყებას გაუადვილებს.

ქართველი იქნება ფიზიკურად გუნდის ყველაზე ძლიერი ცენტრალური მცველი, ნიკოლაუსთან ერთად. ალვინის დაცვის სამი ოსტატი ახალ სეზონში გელაშვილი, მული და ნიკოლაუ იქნებიან. ცენტრალური მცველების მონაცვლეობისას ხრისტოვი მეოთხე ადგილზე დარჩება. ამით სპეციის სატრანსფერო ქტიურობა დასრულდა, თუ სერია A-დან მოულოდნელად რომელიმე მოთამაშე არ გამოჩნდება."


წყარო ასევე სძენს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი სპეციაში 51 - ნომრიან მაისურს მოირგებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი