კვარაცხელია სერია A-ს გახსნით შეხვედრას გამოტოვებს - მიზეზი ცნობილია » სპორტის ხაზი

კვარაცხელია სერია A-ს გახსნით შეხვედრას გამოტოვებს - მიზეზი ცნობილია

კვარაცხელია სერია A-ს გახსნით შეხვედრას გამოტოვებს - მიზეზი ცნობილია
18-08-2023, 14:18
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს გახსნით შეხვედრას, ფროზინონეს წინააღმდეგ გამოტოვებს.

ხვალ, 19 აგვისტოს იტალიის ჩემპიონატი აიღებს სტარტს, სადაც მოქმედი ჩემპიონი, პარტენოპეი ახლად ამოსულ ფროზინონეს დაუპირისპირდება, სადაც ახალგაზრდა ქართველი ვინგერი, გიორგი კვერნაძე თამაშობს.

მოსალოდნელი იყო, რომ ამ მატჩში ორივე ქართველს ვიხილავდით, თუმცა 'კვარადონა' ამ დაპირისპირებას კუნთების გადაღლილობის გამო გამოტოვებს. ფეხბურთელმა გუნდთთან ერთად ამავე მიზეზის გამო ვერ ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთაღნიშნული შეხვედრა, ხვალ, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.