ცნობილი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ვიგო სელტას ამომავალი ვარსკვლავი გაბრი ვეიგა კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს.
21 წლის ცენტრალურ ნახევარმცველთან დაკავშირებით იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა შეთანხმებას უკვე მიაღწია და ფეხბურთელთან ძალიან მალე სამედიცინო შემოწმებაც დაინიშნება.
ფეხბურთელის სანაცვლოდ პარტენოპეი ესპანურ კლუბს, ბონუსების გათვალისწინებით, 36 მილიონ ევროს გადაუხდის. ვეიგა ნეაპოლელთა ნახევარდაცვაში, სავარაუდოდ, პიოტრ ზელინსკის ჩაანაცვლებს, რომელიც ახლოსაა, საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადავიდეს სათამაშოდ.
2002 წელს დაბადებული გაბრი ვეიგა სელტას აკადემიის აღზრდილია. ის ძირითადი გუნდის წევრი 2020 წლიდან გახდა. გასულ სეზონში ლა ლიგაში მან 36 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. ნახევარმცველი ასევე არის ესპანეთის 21-წლამდელთა გუნდის წევრი.
Gabri Veiga to Napoli, here we go! Verbal agreement reached — €36m deal add-ons included to Celta Vigo for Spanish talented midfielder 🚨🔵🇪🇸 #Napoli
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 18, 2023
€30m fixed fee plus €6m add-ons package. Documents to be prepared and then time for medical tests.
Top signing for Serie A. pic.twitter.com/PK35zNigXU