'მუნდიალის ღირსეული ნაწილი' - FIBA-ს პუბლიკაცია საქართველოს ნაკრებზე » სპორტის ხაზი

'მუნდიალის ღირსეული ნაწილი' - FIBA-ს პუბლიკაცია საქართველოს ნაკრებზე

'მუნდიალის ღირსეული ნაწილი'  - FIBA-ს პუბლიკაცია საქართველოს ნაკრებზე
18-08-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს მთავარ საკალათბურთო საიტზე (FIBA.COM) გამოქვეყნდა საინტერესო პუბლიკაცია საქართველოს ნაკრების შესახებ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტია.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტია, თუმცა ეცდება დაამტკიცოს, რომ მუნდიალის ღირსეული ნაწილია."


შემადგენლობა



"ჯვაროსნების" შემადგენლობაში თამაშობენ საქართველოს ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელები – თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი.

ეს სპორტსმენები მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე გუნდის გამორჩეული მექულეები იყვნენ: შენგელია საშუალოდ 19.5 ქულასა და 7.6 მოხსნას აგროვებდა, შერმადინი კი 16.3 ქულას.

გამოცდილ ვარსკვლავებს შეუერთდა ახალგაზრდა თაობის ორი წარმომადგენელი – გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი, ვეტერანი უკანახაზელები – დუდა სანაძე, თად მაკფადენი და 22 წლის გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი.

როგორ იმოქმედებს მუნდიალი საქართველოზე?



2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატს ორი დებიუტანტი ჰყავდა: მონტენეგრო და ჩეხეთი. პირველმა 25-ე ადგილი დაიკავა, ჩეხეთმა – მე-6, რომელიც მეოთხდფინალში ავსტრალიასთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს ხარისხი ნამდვილად არ აკლია. გუნდს ასევე ჰყავს კალათბურთელები ევროპის წამყვანი კლუბებიდან და NBA-დან. შემადგენლობა საკმარისად გამოცდილია. საკითხავია, რამდენად კარგად აუღებს ალღოს გუნდი ასეთი დონის შეჯიბრებას.

თუმცა საქართველო მარტო არ არის – დებიუტანტები არიან ლატვია, კაბო ვერდე და სამხრეთ სუდანი.

იმედი



ნაკრებს ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი წვრთნის. მის გუნდში სათამაშო წუთების დიდ უმეტესობას ვეტერანები ითვისებენ: შენგელია ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია; გიორგი შერმადინი კი გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

მათ კარგად უდგანან გვერდში ბითაძე, მამუკელაშვილი, მაკფადენი და სანაძე. ძალიან სახიფათოა მაკფადენის შორეული ტყორცნები, რომელიც გუნდისთვის მნიშვნელოვანია.

ევრობასკეტზე მამუკელაშვილი ქართველების ბომბარდირი იყო: 15.2 ქულა და 11 მოხსნა საშუალოდ. ამავე შეჯიბრებაში ბითაძე სარგებლიანობის კოეფიციენტით გამოირჩა – 13.8 (საშუალოდ 10 ქულა და 6.8 მოხსნა).

არ უნდა გამოგვჩეს მაკფადენის სტატისტიკა: 18.8 ქულა, 3.6 მოხსნა, 4.3 პასი, 1.3 ჩაჭრა

მთავარი საფრთხე



საქართველოს ნაკრებს სჭირდება სათადარიგოთა სკამზე ძლიერი მოთამაშეები, ანუ "სიღრმე". ევრობასკეტი 2022-ზე, რომელიც შენგელიამ ტრავმის გამო გამოტოვა, დანარჩენი ლიდერები ძალიან დაიტვირთნენ – მამუკელაშვილი და მაკფადენი საშუალოდ 35-35 წუთს თამაშობდნენ.

ისეთ მარათონულ ტურნირზე, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია, მოთამაშეთა ენერგიის თანაბრად გადანაწილება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე აუცილებელია მენტალური და ფიზიკური მზადყოფნა.

საქართველოს ჯგუფში კაბო ვერდე და ვენესუელა ჰყავს და დიდია ალბათობა, რომ შეჯიბრება წარმატებით დაიწყოს, მაგრამ მთლიან ტურნირზე შედეგის საჩვენებლად აუცილებელია, ლიდერებს სათადარიგოებიც სათანადოდ დაეხმარნონ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი