TuttoFrosinone-ს ჟურნალისტი : 'კვერნაძე-კვარაცხელიას დაპირისპირება განსაკუთრებით საინტერესო იქნება' » სპორტის ხაზი

TuttoFrosinone-ს ჟურნალისტი : 'კვერნაძე-კვარაცხელიას დაპირისპირება განსაკუთრებით საინტერესო იქნება'

TuttoFrosinone-ს ჟურნალისტი : 'კვერნაძე-კვარაცხელიას დაპირისპირება განსაკუთრებით საინტერესო იქნება'
17-08-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს პირველ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი გიორგი კვერნაძის ფროზინონეს დაუპირისპირდება. ამ მატჩს იტალიური TuttoFrosinone-ს ჟურნალისტი სტეფანო მარტინი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ კვერნაძე-კვარაცხელიას დაპირისპირება განსაკუთრებით საინტერესო იქნება.

"ნაპოლისთან სულ სხვა ფროზონინეს ვიხილავთ. დამერწმუნეთ, ეს ის გუნდი არაა, რომელიც გასულ სეზონში სერია B-ში თამაშობდა. ფეხბურთელებში უდიდესი ენთუზიაზმი და მონდომება იგრძნობა. კვერნაძე კვარაცხელიას პირისპირ? - ვფიქრობ, ფროზინონესა და ნაპოლის მატჩს ყველაზე მეტი მაყურებელი საქართველოში ეყოლება. კვერნაძეს ძალიან საინტერესო უნარები აქვს და შეიძლება, კლუბის ყველაზე მაგარი შენაძენი გახდეს.

არ მგონია, რომ ის სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს, თუმცა, ნაპოლისთან აუცილებლად ითამაშებს. ყველამ ვიცით, რომ კვერნაძეს კვარაცხელიას ადარებენ, ამდენად, უდავოა, რომ ამ მატჩში თავის გამოჩენას განსაკუთრებით მოინდომებს.
"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.