გიორგი ქვილითაია: 'დილასთან ყურადღებით უნდა ვიყოთ, ჯერ არაფერი დასრულებულა' » სპორტის ხაზი

გიორგი ქვილითაია: 'დილასთან ყურადღებით უნდა ვიყოთ, ჯერ არაფერი დასრულებულა'

გიორგი ქვილითაია: 'დილასთან ყურადღებით უნდა ვიყოთ, ჯერ არაფერი დასრულებულა'
17-08-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

კვიპროსის აპოელ-ის თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ გორის დილასთან კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ გუნდის მთავარ მწვრთნელთან, რიკადუ სა პინტოსთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა:

"როგორც ჩვენმა მწვრთნელმა თქვა, კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. გვესმის, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა. მთავარია, სათამაშო გეგმა შევასრულოთ და ეს მატჩი მოვიგოთ. სახლში ვითამაშებთ და დარწმუნებული ვარ, მიზანს გულშემატკივრებთან ერთად მივაღწევთ.

რა შეტყობინებებს ვიღებ სამშობლოდან თამაშის შესახებ? სიმართლე გითხრათ, არ ვკითხულობ, რას წერენ. ის ვიცი, რასაც დილაში ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ, ამ დაპირისპირების ბედი შეცვალონ. პირველ შეხვედრაში ისინი კარგად გამოიყურებოდნენ და, რა თქმა უნდა, სჯერათ, რომ მოგების ძალა შესწევთ.

ახლა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატჩისთვის ვემზადები, რათა შემდეგ ეტაპზე კიდევ ერთ ყოფილ გუნდთან ვითამაშო. საქართველოში თამაში იოლი არ იყო, რადგან მე პირველად გამოვდიოდი ჩემი ქვეყნის მოწინააღმდეგის რიგებში. გენტთან მეტი აგრესია და იმის განცდა მექნება, რომ რაღაც დავამტკიცო. იმ შეხვედრაში მოედანზე დამატებითი მოტივაციით ვიქნები"
- თქვა 29 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ აპოელისა და დილას მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი