გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს » სპორტის ხაზი

გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს

გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს
17-08-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

დონეცკის შახტარის ქართველი მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი უკრაინის ჩემპიონატის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – ტურის რჩეულები გამოცემა უა-ფუტბოლმა შეარჩია.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ტურის მთავარ გმირებში ოლექსანდროასთან მოგებული თამაშის შემდეგ მოხვდა, რომელიც გუნდმა 2:1 მოიგო, ორივე საგოლე გადაცემა კი გოჩოლეიშვილის ანგარიშზეა.

"მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი). დონეცკელების მარჯვენა მცველმა ფლანგზე საოცრად ბევრი იშრომა და საგოლე პასების დუბლი შეასრულა, რომლებიც გოლებით სიკანმა და ტრაორემ დაასრულეს. ქართველი მატჩის ნამდვილი გმირია და ჩვენს სიმბოლურ გუნდში ადგილს იმსახურებს" – წერს უკრანული გამოცემა.

22 წლის მცველი ასევე მოხვდა გამოცემა სპორტარენას მიერ შედგენილ სიმბოლურ გუნდში. მისმა თანაგუნდელმა, დონეცკის შახტარის თავდამსხმელმა დანილო სიკანმა ოლექსანდრიასთან მატჩის შესახებ საუბრისას ქართველი მცველი ახსენა:

„ამ თამაშში გოჩოლეიშვილი უნდა გამოვარჩიო, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ხელახლა გაიხსნა? გიორგი ყოველთვის მონდომებულია, ახლა გადაცემებით თამაშის მოგებაში დაგვეხმარა. დარწმუნებული ვარ, რომ შახტარი უკეთ მოემზადება და უკრაინის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებს კარგ ფორმაში შეხვდება."

აქვე გეტყვით იმასაც, რომ შახტარი მომდევნო შეხვედრას 20 აგვისტოს, კრივბასის წინააღმდეგ გამართავს, სადაც დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში გოჩოლეიშვილსაც ვიხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.