ფეხბურთის ფედერაცია : საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების 90 პროცენტი გაყიდულია » სპორტის ხაზი

ფეხბურთის ფედერაცია : საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების 90 პროცენტი გაყიდულია

ფეხბურთის ფედერაცია : საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების 90 პროცენტი გაყიდულია
17-08-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების 90 პროცენტი გაყიდულია – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ 8 სექტემბერს გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის ბილეთები 15 აგვისტოდან მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე, 12:00 საათიდან იყიდებოდა. თითოეულ მომხმარებელს თამაშზე დასასწრები, მაქსიმუმ, ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 ლარია.

საქართველოს ნაკრებმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში სამ მატჩი გამართა და ოთხი ქულით, ნორვეგიასთან ერთად, მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.