ლეგენდების მატჩს საქართველო უმასპინძლებს? - შოთა არველაძის ინიციატივა » სპორტის ხაზი

ლეგენდების მატჩს საქართველო უმასპინძლებს? - შოთა არველაძის ინიციატივა

ლეგენდების მატჩს საქართველო უმასპინძლებს? - შოთა არველაძის ინიციატივა
14-08-2023, 22:28
Aa Aa
გაზიარება:

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე ახალი პროექტის წამოწყებას აპირებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში საქველმოქმედო მატჩები, ლეგენდარული ფეხბურთელების მონაწილეობით ჩატარდება.

"გვინდა ახალი პროექტი წამოვიწყოთ და საქართველოში, სეზონში მინიმუმ ერთხელ ჩავატაროთ მატჩი, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით. მასპინძელი გუნდი საქართველოს ნაკრები იქნება, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ. უკვე დაწყებული გვაქვს გუნდებთან მოლაპარაკება და მატჩის ჩატარების თარიღს მოკლე პერიოდში შეგატყობინებთ.

რაც მნიშვნელოვანია, უახლოესი მატჩი, ერთმანეთის გამხნევების და მხარდაჭერის იდეის მატარებელი იქნება. ვფიქრობ, რთული პერიოდის დროს, უფრო გვჭირდება მეტი საერთოს გამოძებნა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი იდეის და მიზნის გარშემო არაერთი ადამიანი, კომპანია და ბრენდი გაერთიანდება
", - წერს არველაძე სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.