'მოხარული ვარ ამ გუნდში თამაშის შესაძლებლობით' - დემბელე ოფიცილურად პსჟ-ს ფეხბურთელია » სპორტის ხაზი

'მოხარული ვარ ამ გუნდში თამაშის შესაძლებლობით' - დემბელე ოფიცილურად პსჟ-ს ფეხბურთელია

'მოხარული ვარ ამ გუნდში თამაშის შესაძლებლობით' - დემბელე ოფიცილურად პსჟ-ს ფეხბურთელია
12-08-2023, 13:29
Aa Aa
გაზიარება:

ოფიციალურად უსმან დემბელე პსჟ-ს ფეხბურთელია, ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა.

"მოხარული ვარ, რომ პარი სენ-ჟერმენს ვუერთდები და ერთი სული მაქვს როდის ვითამაშებ ჩემს ახალ კლუბში. ვიმედოვნებ, რომ აქ გაუმჯობესებას გავაგრძელებ და კლუბის ყველა გულშემატკივარს გავახარებ შედეგით"

26 წლის ფეხბურთელი ფრანგულ კლუბს ბარსელონადან 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და გუნდთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დემბელემ პროფესიონალური კარიერა რენში დაიწყო და 2016 წელს ბორუსიაში გადაბარგდა. გერმანულ კლუბში კარგი გამოსვლის შემდეგ კი მისით კატალონიელები დაინტერესდნენ და 2017 წელს უსმანი გერმანიიდან ესპანეთში გადაბარგდა, სადაც 185 მატჩში 40 გოლის გატანა და 43 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი