მატჩის დღე - საქართველოს ნაკრები თბილისის საერთაშორისო თასზე იორდანიას დაუპირისპირდება » სპორტის ხაზი

მატჩის დღე - საქართველოს ნაკრები თბილისის საერთაშორისო თასზე იორდანიას დაუპირისპირდება

მატჩის დღე - საქართველოს ნაკრები თბილისის საერთაშორისო თასზე იორდანიას დაუპირისპირდება
12-08-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, 12 აგვისტოს თბილისის საერთაშორისო თასზე პირველ მატჩს გამართავს. მისი მეტოქე იორდანია იქნება.

ამ შეჯიბრების მონაწილე ოთხი გუნდი ნახევარფინალებში დაწყვილდა და გამარჯვებულები ფინალში 13 აგვისტოს ითამაშებენ. დამარცხებულები მესამე ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

1/2-ფინალური წყვილები:

14:05 მონტენეგრო VS ირანი

18:50 საქართველო VS იორდანია


მწვრთნელის, ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა შეკრება 21 ივლისს დაიწყო. იტალიაში, ლიეტუვასა და ლატვიაში სამი ამხანაგური მატჩი გამართა (ეგვიპტესთან, ლიეტუვასთან და ლატვიასთან) და სამივეში დაარცხდა. ცხადია, ეს ამხანაგური მატჩებია, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მოგება ყველა გუნდისთვის აუცილებელია. სწორედ ამ ფაქტს გაუსვა ხაზი ილიას ზუროსმა თბილისის თასის წინ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში:

"მართალია, იორდანიასთან მატჩი საკონტროლო ხასიათისაა, მაგრამ იმედი მაქვს, დარბაზი, როგორც ყოველთვის, გაივსება და ჩვენი თამაშით გულშემატკივარს გავახარებთ.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, იორდანიის ნაკრები კარგად ორგანიზებული, სწრაფი გუნდია. დაცვაში კალათბურთელები მაღალ დონეზე ურთიერთქმედებენ. ამიტომ, იოლი თამაში არ გველის".


საქართველოსთან ერთად იორდანიაც მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. ჯგუფურ ეტაპზე მისი მეტოქეები აშშ, საბერძნეთი და ახალი ზელანდია იქნებიან.

ისტორიაში თავისთვის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო F ჯგუფშია კაბო ვერდეს, სლოვენიისა და ვენესუელას ნაკრებებთან ერთად. ჩვენი ჯგუფის მატჩებს იაპონიის ქალაქი ოკინავა უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი