ოფიციალურად: დინამო თბილისს ესპანელი სპეციალისტი გაწვრთნის » სპორტის ხაზი

ოფიციალურად: დინამო თბილისს ესპანელი სპეციალისტი გაწვრთნის

ოფიციალურად: დინამო თბილისს ესპანელი სპეციალისტი გაწვრთნის
5-08-2023, 16:23
Aa Aa
გაზიარება:

"დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად ანდრეს კარასკო იმუშავებს. ესპანელი სპეციალისტი 2022 წლიდან ჩვენ კლუბის აკადემიას ხელმძღვანელობდა, დღეიდან კი, პირველ გუნდს ჩაუდგება სათავეში.

კარასკო წარსულში უკვე მუშაობდა დინამოში, 2011-12 წლებში აკადემიის ჩამოყალიბება სწორედ მის სახელს უკავშირდება.

ესპანელის სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო კლუბ ბარსელონაში დაიწყო, იგი ლა მასიაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამას გარდა კარასკო სხვადასხვა დროს მალაგას 16-წლამდე და დონეცკის შახტარის 19-წლამდე გუნდების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ესპანელმა სპეციალისტმა გარკვეული პერიოდი საბურთალოს აკადემიაშიც იმუშავა.

აკადემიების გარდა, კარასკოს ძირითად გუნდებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს - იგი ესპანური საბადელის, ავსტრალიური ვესტერნ სიდნეი უონდერერსის და თურქული კარაბიუკსპორის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. დინამოში დაბრუნებამდე კი, კარასკო ქუვეითის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა", - წერია განცხადებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი