"ეს მისთვის საშინელი გამოცდილება გამოდგა" - კლოპის კომენტარი მანეს ბაიერნიდან წასვლაზე » სპორტის ხაზი

"ეს მისთვის საშინელი გამოცდილება გამოდგა" - კლოპის კომენტარი მანეს ბაიერნიდან წასვლაზე

"ეს მისთვის საშინელი გამოცდილება გამოდგა" - კლოპის კომენტარი მანეს ბაიერნიდან წასვლაზე
1-08-2023, 19:41
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, სადიო მანე მომავალ სეზონში ბაიერნის ფეხბურთელი აღარ იქნება და კარიერას ალ ნასრში გააგრძელებს.

სენეგალელი ფეხბურთელის კლუბიდან წასვლაზე კომენტარი ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმაც გააკეთა:

"სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა მოხდა. ვფქირობ, სადიომ დაგვტოვა ძალიან კარგ ფორმაში მყოფმა, რომელიც ეჭვგარეშეა მსოფლიო დონის ფეხბურთელია.

იმისათვის რომ თქვენი შესაძლებლობების სრული პოტენციალი გამოავლინოთ, ვფიქრობ, ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იდგეს. ცოტა იღბალიც საჭიროა, რაც მანეს შემთხვევაში აშკარად არ ჰქონია. საშინელი ტრავმა ცუდ მომენტში და მსოფლიო ჩემპიონატზეც ვეღარ ითამაშა.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ეს მის მომავალზე გავლენას მოახდენდა, რადგან სადიო ძალიან ამაყი ადამიანია - ის, რომ მან ვერ მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატზე გაძღოლოდა საკუთარ ნაკრებს, მისთვის სასტიკი გამოცდილება გამოდგა
", - აღნიშნა კლოპმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.