მორიგი წარმატება - გერვასი თაბაგარი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია » სპორტის ხაზი

მორიგი წარმატება - გერვასი თაბაგარი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

მორიგი წარმატება - გერვასი თაბაგარი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
1-08-2023, 16:16
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ბუქარესტში მიმდინარე 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსება 96 კგ წონით კატეგორიაში ორმა ქართველმა, გერვასი თაბაგარმა და თორნიკე ლომთაძემ დაიცვეს, რომლებმაც ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

თაბაგარისთვის ატაცში სამივე ცდა წარმატებული იყო და დაძლეული 143 / 147 / 151 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში კი თავი 182 / 188 / 192 კილოგრამს გაართვა, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ორჭიდშიც ოქროს მედალი დაიმსახურა (343 კგ).

მორიგი წარმატება - გერვასი თაბაგარი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

📷 - კიდევ ერთი წარმატებული დღე ქართველებისთვის

თორნიკე ლომთაძემ ატაცში 134 / 138 / 141 კგ. დაძლია და მეექვსე ადგილზე გავიდა. აკვრაში დაძლეული 177 / 183 / 186 კილოგრამით კი ჩვენმა სპორტსმენმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ორჭიდში ლომთაძემ 327 კილოგრამით მეხუთე ადგილი დაიკავა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი