"ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა" - რასპადორის ვრცელი ინტერვიუ იტალიურ მედიასთან » სპორტის ხაზი

"ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა" - რასპადორის ვრცელი ინტერვიუ იტალიურ მედიასთან

"ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა" - რასპადორის ვრცელი ინტერვიუ იტალიურ მედიასთან
1-08-2023, 14:58
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა, ჯაკომო რასპადორიმ ცნობილ იტალიურ გაზეთს de' Il Mattino-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მის ოცნებებზე, საფეხბურთო კარიერაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

საყვარელი პოზიცია, სად ვგრძნობ თავს ყველაზე კარგად - "მომწონს თავდამსხმელის როლის შეთავსება, ეს ჩემი ბუნებაა. მომწონს მოედანზე ამ პოზიციის დაკავება. თუმცა, შემიძლია კარგად შევითავსო თავდაცვითი როლი, თუ ეს რა თქმა უნდა მთავარ მწვრთნელს ენდომება. სპალეტთან ერთად მე უკვე მქონდა ასეთი ტაქტიკური ევოლუცია და მზად ვარ ეს ამ სეზონშიც გავაგრძელო."

წინა სეზონის საუკეთესო მომენტი - "გოლი იუვენტუსთან? ეს მართლაც ბრწყინვალე გრძნობა იყო, თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ატალანტასთან გამარჯვება და შინ დაბრუნების ემოცია იყო - ზეიმი და ემოცია, რომელსაც გულშემატკივარი ჩვენ გვჩუქნიდა."

გულშემატკივრები და მათი როლი - "ეს ძალაა, რომელიც ყველას აჯადოებს. ეს მხარეა, სადაც შეგიძლიათ აღიქვათ ენერგია, რომელიც არის საწვავი გუნდისთვის, ყველა ჩვენგანისთვის. შეუძლებელია ამის მიმართ გულგრილი დარჩე."

"ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა" - რასპადორის ვრცელი ინტერვიუ იტალიურ მედიასთან

📷 - ნაპოლის გულშემატკივრები ზეიმობენ სკუდეტოს მოგებას

პირველი შთაბეჭდილება რუდი გარსიაზე (გუნდის ახალ მწვრთნელზე) - "შესანიშნავია. როგორც ადამიანური, ასევე ტაქტიკური თვალსაზრისით. ჩვენ ვსწავლობთ მის თამაშის პრინციპებს, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მან გვითხრა, რომ არ უნდა გავჩერდეთ, რომ უნდა გავაგრძელოთ დღითი დღე გაუმჯობესება, როგორც აქამდე ვაკეთებდით."

მსგავსება სპალეტისთან - "მე ვხედავ ბევრ მსგავს რამეს. მაგალითად, ჯგუფურ მენეჯმენტში, რომელიც არის მთავარი, რომელსაც ორივე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და სადაც ორივე ოსტატია. სპალეტის და გარსიას აქვთ სურვილი ითამაშონ აქტიური ფეხბურთი, რათა მიაღწიონ შედეგს. ეს არის ის, რაც ჩვენც მოგვწონს."

სპალეტისთან დამშვიდობება - "მოვიდა და გვითხრა თავისი გადაწყვეტილება. გაკვირებული დავრჩი, თუმცა ეს ფეხბურთია, სადაც ცვლილებები მალევე ხდება."

რასპადორის მთავარი ოცნება - "მთავარი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. თუ ეს უემბლიზე მოხდება უფრო ემოციური იქნება (იცინის) , რადგან იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა სწორედ ამ სტადიონზე იზეიმა."


რასპადორი - ევროპის ჩემპიონატის ოქროს პრიზიორი

შემოთავაზებები არაბეთიდან და ფეხბურთელის პოზიცია - "ბევრისთვის ფინანსები მნიშვნელოვანია, თუმცა მე მხოლოდ სურვილი მაქვს ფეხბურთი ვნებიანად და მიმზიდველად განვიცადო. ამიტომ, ახლა არაბეთში არ წავიდოდი".

მარადონაზე - "ნეაპოლში ფეხბურთი მარადონას სახელს უკავშირდება. შეუძლებელია არ შეხვდე მის ხსოვნას ან მის გამოსახულებას ქალაქში. ის არის ყველგან, გულშემატკივართა ყოველდღიურ ცხოვრებაში."

შეგახსენებთ იმასაც, რომ ახალგაზრდა იტალიელი ნეაპოლურ კლუბს 2022 წელს სასულოდან შეუერთდა. წინა სეზონში ჩატარებულ 33 შეხვედრაში, ჯაკომომ 6 გოლის გატანა და ორი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი