გიორგი უკვე ღიზიანდება - მეცმა ლაციოს 15 მილიონი არ ისურვა და წინადადება დაბლოკა » სპორტის ხაზი

გიორგი უკვე ღიზიანდება - მეცმა ლაციოს 15 მილიონი არ ისურვა და წინადადება დაბლოკა

გიორგი უკვე ღიზიანდება - მეცმა ლაციოს 15 მილიონი არ ისურვა და წინადადება დაბლოკა
31-07-2023, 12:45
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ დაიწერა, რომ ლაციომ გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ მეცს 15 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ფრანგებმა რომაული კლუბის წინადადება დაბლოკეს, რის გამოც გიორგი მიქაუტაძე ძალიან გაღიზიანდა.

როგორც გიორგის რეაქციიდან შეგვიძლია დავასკვნათ, მას გაცილებით მაღალი დონის კლუბში თამაში უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუმცა მეცი ამის საშუალებას არ აძლევს, ყველაფერი კი დამატებით 5 მილიონ ევროს ეხება, რომელსაც ფრანგები მიქაუტაძის ტრანსფერში ითხოვენ (ჯამურად 20 მილიონი).

აღსანიშნავია, რომ მეცმა ლაციოს იდენტური შეთავაზება ერთხელ უკვე დაბლოკა. გარკვეული ხნის წინ, ვენსან კომპანის ბარნლი ფრანგებს სწორედ 15 მილიონს სთავაზობდნენ, თუმცა მეცმა მაშინაც მკაცრად თქვა, რომ მინიმუმი 20 მილიონი ევროა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მეცის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მიქაუტაძის ტრანსფერზე 2-3 კლუბთან აქვთ მოლაპარაკება და როგორც ჩანს, ერთ-ერთი სწორედ რომის ლაციო იყო. ამ წინადადების უარყოფის შემდეგ, ახლა არავინ იცის თუ რამდენად მოინდომებენ იტალიელები გიორგის ტრანსფერში დამატებით 5 მილიონი ევროს ინვესტიციას.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების ფორვარდით ლიონი, ლილი, მილანი და იუვენტუსიც ინტერესდებოდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი