რეალ მადრიდის მთავარმა მწვთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებს კითხვებს უპასუხა და გუნდის შემტევ ხაზზეც ისაუბრა, რომლითაც გულშემატკივართა დიდი ნაწილი უკმაყოფილოა.
"შემტევ ხაზში ახალი მოთამაშეები უკვე გვყავს და ვფიქრობ ეს საკმარისია - წინა ხაზზე კარგი კონტიგენტია.
ბრაიმმა და ხოსელუმ დაამტკიცეს, რომ შუძლიათ თამაშში ცვლილებების შეტანა, რეალს გოლების გატანის რესურსი კვლავ აქვს" - განაცხადა ანჩელოტიმ.
ცნობისთვის, კარლო ანჩელოტიმ კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.