"დე ლიხტი ძალიან მეხმარება" - კიმ მინ ჯემ ბაიერნში საკუთარი დებიუტი შეაფასა » სპორტის ხაზი

"დე ლიხტი ძალიან მეხმარება" - კიმ მინ ჯემ ბაიერნში საკუთარი დებიუტი შეაფასა

"დე ლიხტი ძალიან მეხმარება" - კიმ მინ ჯემ ბაიერნში საკუთარი დებიუტი შეაფასა
29-07-2023, 23:19
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის ბაიერნის ახალწვეულმა, სამხრეთ კორეელმა მცველმა კიმ მინ ჯემ მედიასთან საუბრისას საკუთარი დებიუტი შეაფასა.

"მთელი მატჩის განმავლობაში ვცდილობდი, რომ მარტივად მეთამაშა, მაგრამ რამდენიმე შეცდომა მაინც დავუშვი. ეს გუნდი ჩემთვის ახალია და ტაქტიკაც შესაბამისად განსხვავებულია.

გუნდში ცოტა ხანია რაც ვარ და ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად გავიარო ადაპტაციის პერიოდი და ჩემი თანაგუნდელები სათანადოდ გავიცნო - მაგალითად, დე ლიხტი ძალიან მეხმარება.

თავიდან ვიგრძენი, რომ ფიზიკურად აქ თამაში ადვილი არ იყო, რადგან მაინც ახალი გარემოა და ტოპ ფორმაში ჯერ კიდევ არვარ. მინდა გავაგრძელო შრომა, რომ საუკეთესო ფორმაში შევიდე
", - განაცხადა სამხრეთ კორეელმა.

ცნობისთვის, ბაიერნი ამხანაგურ მატჩში იაპონურ კავასაკის დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.