მილანმა გიორგი მამარდაშვილის გუნდელი შეიძინა » სპორტის ხაზი

მილანმა გიორგი მამარდაშვილის გუნდელი შეიძინა

მილანმა გიორგი მამარდაშვილის გუნდელი შეიძინა
29-07-2023, 12:57
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ მილანმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ფარგლებში მორიგი ტრანსფერი განახორციელა.

ამჯერად საქმე გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელ იუნუს მუსას ეხება. როგორც ჟურნალისტი წერს, მილანი ვალენსიას ოფიციალურ შეთავაზებას მალე გაუკეთებს, სამედიცინო შემოწმება კი მომდევნო კვირაში ჩატარდება:

"მილანი ამ წუთებში ფორმალურ საკითხებს აგვარებს იმისათვის, რათა ვალენსიას უახლოეს საათებში ოფიციალური წინადადებით მიმართოს."

"ვალენსია ამერიკელ ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდ აფასებს, რის გადახდაზეც მილანური კლუბი თანხმობას აცხადებს"
, - წერს ჟურნალისტი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი