"მიულოუკი" - "ჩიკაგო" | მამუკელაშვილის 13 ქულა » სპორტის ხაზი

"მიულოუკი" - "ჩიკაგო" | მამუკელაშვილის 13 ქულა

"მიულოუკი" - "ჩიკაგო" |  მამუკელაშვილის 13 ქულა
12-10-2022, 15:44
Aa Aa
გაზიარება:

NBA-ს მოახლოვებული სეზონისთვის "მიულოუკი" მზადებას განაგრძობს. ამჯერად გუნდმა რიგით მეოთხე საგამოფენო მატჩი გამართა და მორგი ჯერზე დამარცხდა. მაიკ ბუდენჰოლცერის გაწვრთნილი გუნდი UNITED CENTER-ში "ჩიკაგოს" დაუპირისპირდა და 104-127 განადგურდა.

"ბაქსის" სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა ქართველი კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც პარკეტზე სულ 32 წუთი დაჰყო. მამუმ ამ დროის განმავლობაში სულ 13 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მოაგროვა.

23 წლის სპორტსმენმა შეხვედრის მანძილზე სულ 9 საჯარიმო ისროლა, საიდანაც 6 ზუსტი გამოდგა. პერიმეტრიდან ხუთჯერ შეუტია მეტოქის კალათს და მხოლოდ 1 ბურთი ჩააგდო, ხოლო საშუალო დისტანციიდან უფრო ზუსტი იყო (4 დან 2 ჩაგდებული).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი