ორი ჩემპიონი საქართველოდან - შოთა ბაჩოშვილმა და მერაბ სამადაშვილმა სლოვენიაში ეროვნული ჰიმნი ააჟღერეს » სპორტის ხაზი

ორი ჩემპიონი საქართველოდან - შოთა ბაჩოშვილმა და მერაბ სამადაშვილმა სლოვენიაში ეროვნული ჰიმნი ააჟღერეს

ორი ჩემპიონი საქართველოდან - შოთა ბაჩოშვილმა და მერაბ სამადაშვილმა სლოვენიაში ეროვნული ჰიმნი ააჟღერეს
26-07-2023, 12:38
Aa Aa
გაზიარება:

სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივლის მესამე საშეჯიბრო დღეს მარიბორის ლუკნას დარბაზში, სადაც ძიუდოისტები ასპარეზობენ, საქართველოს ჰიმნი ორჯერ აჟღერდა. უმსუბუქესი წონის წარმომადგენელმა შოთა ბაჩოშვილმა (-50 კგ) და მერაბ სამადაშვილმა (-55 კგ) ჩემპიონობა იზეიმეს.

შოთა ბაჩოშვილი ასპარეზობას მეოთხედფინალიდან შეუდგა. იპონით დაამარცხა რუმინელი მოწინააღმდეგე, ასევე წმინდა გამარჯვება მოიპოვა აზერბაიჯანელ მეტოქესთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბელგიის წარმომადგენელი აშხაბ ისაიევი იპონით დაამარცხა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.

საქართველოს გუნდს მეორე ოქროს მედალი შესძინა მერაბ სამადაშვილმა (- 55 კგ), მომავალი ჩემპიონი ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაება. იპონით დაამარცხა სომეხი სპორტსმენი, შემდეგ ორი ვაზარით მოუგო მოლდაველ მეტოქეს, წმინდა გამარჯვება ჰქონდა აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთანაც, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ასევე იპონით გამარჯვება იზეიმა იტალიელ ემილიანო ლატანზისთან და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი