"თორნიკე შენგელია კლუბს მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიცვლის" - იტალიური მედია » სპორტის ხაზი

"თორნიკე შენგელია კლუბს მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიცვლის" - იტალიური მედია

"თორნიკე შენგელია კლუბს მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიცვლის" - იტალიური მედია
25-07-2023, 14:49
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში თორნიკე შენგელია ბერძნულ პანათინაიკოსს დაუკავშირეს და ყველაფერი ისე ვითარდებოდა, რომ ქართველ კალათბურთელს ვირტუს ბოლონია უნდა დაეტოვებინა, თუმცა შემდეგ ამავე კლუბის გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ შენგელია არ იყიდება:

"ეს სიცრუეა, თორნიკე შენგელია ჩვენი კალათბურთელია და არ იყიდება, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - თქვა ლუკა ბარალდიმ

მიუხედავად ამისა, იტალიური მედია ასახელებს სიტუაციას, რომლის სისრულეში მოყვანის შემთხვევაშიც ვირტუსი თორნიკე შენგელიას შეელევა:

"ვირტუს ბოლონია თორნიკე შენგელიას სანაცვლოდ არანაკლებ 1 მილიონ ევროს მოითხოვს. თუ გუნდი ასეთ წინადადებას მიიღებს, მაშინ თორნიკეს გაშვებაზე დაფიქრდება", - წერენ იტალიაში

შეგახსენებთ, რომ ქართველ კალათბურთელს გასულ სეზონში ვირტუს ბოლონიასთან ერთად იტალიის ჩემპიონობა შეეძლო, თუმცა ფინალის სერიებში ოლიმპია მილანოს წინააღმდეგ 4-2 დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი