საქართველოს თასის 1/16 ფინალში გონიო ქედის ბეთლემთან დამარცხდა, რის შესახებაც გონიოს დამფუძნებელმა სოც.ქსელში კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა:
"პირველ რიგში, ქედის ბეთლემს ვუსურვებ წარმატებას ყიფიანის თასზე. არ მინდა, რამე ცუდი ვთქვა, მაგრამ მიმიფურთხებია ასეთ ცუდ მოქცევაზე."
"ეს ფეხბურთი არაა. ეს პოლიტიკური ფეხბურთის ფედერაციაა. ერთი უბრალო, ფეხბურთზე შეყვარებული კაცი ვარ. ასეთი მიდგომით თქვენ კლავთ ქართულ
ფეხბურთს. არასწორები ხართ. მიმიფურთხებია ქართულ ფეხბურთზე, ამის შემდეგ მუღამიც არა მაქვს, რომ გავაგრძელო ჩემპიონატი. წინა მატჩი, იგივე კომისარი და დაყვითლებული გონიო."
"თასის მატჩი, იგივე კომისარი და გამოუცდელი მსაჯები, შეგნებულად აწეული ოფსაიდები და დახატული ფეხბურთი, მიუხედავად მსაჯებიანა, ვეთამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ, რქებით, მთავრობით და პოლიტიკური ფედერაციით დაგვამარცხეთ."
"არა უშავს, უფრო ვძლიერდები თქვენი ასეთი მიდგომით და უფრო ძლიერ გუნდს გავაკეთებ, რომ მსაჯებიანა მოვიგო თამაშები."
"მოედანს არ გვაძლევთ. დამთავრდა ჩემპიონატი ევროპის, მაინც არ მოგვეცით, ორი წელია ზღაპრების მოსმენით დავიღალე. აგერ, კიდევ მიზეზი იმის, რომ უნდა მიგვეცა და ნახე, რა დაგვიწერაო. ესეც გამოიყენეთ მიზეზებში, არაა პრობლემა."
"ერთი ადამიანი ყველას წინააღმდეგ, ეს ვარ მე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation თქვენი ბრალია ყველაფერი. გთხოვეთ, რომ პრინციპული თამაშია და გამოცდილი მსაჯები გამოგეშვათ."
"ვისაც კიდევ ჩემი პირადი ინტერესი აქვს, ყველა იმ ადამიანს მო…ნ ყველა და ყველაფერი. ამიტომ არის, რომ ქართულ ფეხბურთს განვითარება არა აქვს. წერტილი", - დაწერა დავით დოლიძემ