"გიგაშოუ ბრუნდება" - გიგა ჭიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს » სპორტის ხაზი

"გიგაშოუ ბრუნდება" - გიგა ჭიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

"გიგაშოუ ბრუნდება" - გიგა ჭიკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს
24-07-2023, 16:37
Aa Aa
გაზიარება:

"გიგაშოუ ბრუნდება" - ეს გახლავთ ბოლო პოსტი, რომელიც გიგა ჭიკაძემ, UFC-ის მებრძოლმა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ #GIGASHOW ბრუნდება! წელიწადნახევრის განმავლობაში გაუქმებული ბრძოლებისა და ჩახსნილი ოპონენტების შემდეგ, ჩემი ორთაბრძოლა ბოლოს და ბოლოს ჩაინიშნა. გთხოვთ, ილოცეთ, რათა ეს ბრძოლაც არ გაუქმდეს", - თქვა ჭიკაძემ

გიგა ჭიკაძემ ბოლო ორთაბრძოლა ჯერ კიდევ 2022 წელს კელვინ კატარის წინააღმდეგ გამართა და UFC-ის პირველი მარცხი იწვნია.

ცნობისთვის, ქართველი მებრძოლი ამ ეტაპზე ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის მე-9 ადგილოსანია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.