საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ფრანგულ RCM Sport-ს მისცა ინტერვიუ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:
"დიახ, კვარაცხელიას და რიბერი შედარება შეიძლება - რიბერიც, როდესაც 21 წლის იყო, ბურთის ყოველი მიღებისას მაშინვე დრიბლინგს იწყებდა, წინ მიდიოდა, აწოდებდა ბურთს ან პირდაპირ კარში ურტყამდა.
კვარაცხელიაც ასეა - იტალიაში გატარებული 3-4 თვის შემდეგ კი ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტური იქნება. ადრე მას გოლებიც ნაკლებობა ჰქონდა, თუმცა ნაპოლიში ეს კომპონენტიც გამოასწორა", - განაცხადა სანიოლმა.
ცნობისთვის, სანიოლმა ხვიჩა და ბაიერნის ლეგენდა ერთმანეთს რამდენიმე კვირის წინაც შეადარა:
"არ მიკვრის თუ რა დონეზე თამაშობს ხვიჩა, ის უკვე მზად იყო დასავლეთ ევროპულ კლუბებში სათამაშოდ. მის დრიბლინგს და დარტყმებს აღფრთოვანებაში მოჰყავს ნაპოლის ქომაგები, რომლებიც ძალიან მომთხოვნები არიან.
ავიღოთ რიბერის თამაში ხვიჩას ასაკში, როგორ განვითარდა ფრენკი, როგორც ფეხბურთელი. თითქმის ზუსტი ანალოგია - იმედია, ხვიჩასაც ისეთივე საფეხბურთო კარიერა ექნება, როგორიც რიბერის", - განაცხადა სანიოლმა.