"ასე რომ რუბინში ეთამაშა ნაპოლიში არავინ წაიყვანდა" - გია გურული კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"ასე რომ რუბინში ეთამაშა ნაპოლიში არავინ წაიყვანდა" - გია გურული კვარაცხელიაზე

"ასე რომ რუბინში ეთამაშა ნაპოლიში არავინ წაიყვანდა" - გია გურული კვარაცხელიაზე
14-07-2023, 16:43
Aa Aa
გაზიარება:

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, გია გურულმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

როგორც გურულმა აღნიშნა, ხვიჩა ნაპოლიში პირველ პერიოდში ზუსტად ისე თამაშობდა, როგორც ამას რუბინში აკეთებდა, თუმცა შემდეგ მისი სტილი აშკარად შეიცვალა. ამასთან დაკავშირებით გია გურულმა ერთ საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება:

"კვარაცხელიას ნეაპოლური პერიოდის პირველი ნაწილი რუბინში გატარებულ დროს მახსენებდა. ვფიქრობ, რუბინის ხვიჩა და ნაპოლის პირველ ხანებში მოთამაშე ხვიჩა ერთმანეთს ჰგვანან, თუმცა კვარამ შემდეგ თამაშის სტილი შეცვალა და ერთი შეხებით თამაში დაიწყო."

"მიმაჩნია, რომ თუ ის რუბინშიც ასე ითამაშებდა, მაშინ ნაპოლიდან მას არავინ დააკვირდებოდა და არც არავინ წაიყვანდა."
- თქვა გურულმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი