"რუდი გარსიასთვის ამის თქმა მინდა" - სპალეტიმ ნაპოლის ახალ მწვრთნელს რჩევა მისცა » სპორტის ხაზი

"რუდი გარსიასთვის ამის თქმა მინდა" - სპალეტიმ ნაპოლის ახალ მწვრთნელს რჩევა მისცა

"რუდი გარსიასთვის ამის თქმა მინდა" - სპალეტიმ ნაპოლის ახალ მწვრთნელს რჩევა მისცა
13-07-2023, 15:56
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ ლუჩანო სპალეტი სკუდეტოს მოგების შემდეგ ნაპოლიდან წავიდა, ის კლუბთან სიახლოვეს მაინც რჩება.

იტალიურ მედიაში სწორედ ტოსკანელის სიტყვები გამოქვეყნდა, რომლითაც მან პარტენოპეის ამჟამინდელ დამრიგებელ რუდი გარსიას მიმართა. ლუჩანომ გარსიასთვის ერთი დეტალი გამოარჩია, რამაც რუდის წარმატების მიღწევაში ხელი უნდა შეუწყოს:

"მსურს, რუდი გარსიას ვუთხრა, რომ ახალ კლუბში მშვიდად იმუშაოს, ეს ჩემი რჩევა იქნება. მასზე ახალ სეზონში დიდი ზეწოლა იქნება, თუმცა კონცენტრაცია შეინარჩუნოს და საკუთარ გეგმებს მშვიდად მიჰყვეს. ვფიქრობ, ასე მოქცევა მას წარმატების მიღწევაში დაეხმარება." - თქვა ლუჩანომ

სხვათაშორის, სპალეტიმ ნაპოლიდან ვიქტორ ოსიმენის შესაძლო წასვლის საკითხზეც ისაუბრა და შემდეგი რამ თქვა:

"ოსიმენის სხვა გუნდში წასვლა? - არ ვიცი, იმასაც კი ვფიქრობ, რომ მასში 200 მილიონი ევროც კი არაა საკმარისი. ვიქტორი არის ფეხბურთელი, რომელიც კლუბს უდიდეს პოტენციალს აძლევს."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი