"სპორტის სამინისტრო 2 წელია არ გვაფინანსებს და.." - ქართველი კარატისტის სკანდალური განცხადება » სპორტის ხაზი

"სპორტის სამინისტრო 2 წელია არ გვაფინანსებს და.." - ქართველი კარატისტის სკანდალური განცხადება

"სპორტის სამინისტრო 2 წელია არ გვაფინანსებს და.." - ქართველი კარატისტის სკანდალური განცხადება
13-07-2023, 14:50
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა კარატისტმა, ლუკა ხვედელიანმა სოციალურ ქსელში სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც სპორტის სამინისტროს ეხება:

"ვარ საქართველოს ნაკრების წევრი, გაურკვეველი გარემოებებიდან გამომდინარე საქართველოს სპორტის სამინისტრო სამწუხაროდ არ აფინანსებს 2 წლის განმავლობაში საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციას და ამის გამო ყველა საერთაშორისო შეჯიბრზე წასვლა მიწევს ჩემი ხარჯებით."

"ამა წლის 8-11 სექტემბერს ქალაქ ტაშკენტში იმართება მოფლიოს ჩემპიონატი შოტოკან კარატეში, უსახსრობის გამო შესაძლოა ჩემი წასვლა სათუო იყოს ამ შეჯიბრზე, გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანოთ ეს პრობლემა და ვისაც გინდათ ამ შეჯიბრზე საქართველოს კარატე ჩემი სახით ღირსეულად წარსდგეს მცირედით გამიწიოთ ფინანსური დახმარება."
- დაწერა ქართველმა სპორტსმენმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.