"ჩვენ ლეო მესისთან შეთანხმება მიღწეული გვქონდა, თუმცა.." - ბარსელონას პრეზიდენტი » სპორტის ხაზი

"ჩვენ ლეო მესისთან შეთანხმება მიღწეული გვქონდა, თუმცა.." - ბარსელონას პრეზიდენტი

"ჩვენ ლეო მესისთან შეთანხმება მიღწეული გვქონდა, თუმცა.." - ბარსელონას პრეზიდენტი
12-07-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ლიონელ მესის პარი სენ-ჟერმენში კონტრაქტი ამოეწურა და არგენტინელ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ბარსელონაში შეეძლო, თუმცა ყველაფერი უკანასკნელ დღეებში ჩაიშალა.

ახლა მესი ინტერ მაიამის ფეხბურთელია და სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ლეო უკვე ფლორიდაში ჩაფრინდა და ადგილობრივ გულშემატკივრებს მიესალმა.

აი, რა კომენტარი გააკეთა ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მესის კლუბში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით:

"ჩვენ მესისთან და მამამისთან შეთანხმება უკვე მიღწეული გვქონდა, ურთიერთობის ხელახლა დაწყება ორივე მხარეს სურდა, თუმცა რიტმი განსხვავებულად მიმდინარეობდა. ჩვენგან ორივე მათგანმა იცოდა, რომ ფინანსური პრობლემების დასრულებისთანავე მესის გაფორმებაზე დავიწყებდით მუშაობას, თუმცა სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ ჩემთან ლეოს მამა მოვიდა და მითხრა, რომ მისი შვილი ინტერ მაიამიში გადასვლას აპირებდა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მესის კიდევ ერთი რთული პერიოდისა და იმედგაცრუების გადატანა არ სურდა." - თქვა ლაპორტამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი