საქართველოს ქალთა ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება » სპორტის ხაზი

საქართველოს ქალთა ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება

საქართველოს ქალთა ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება
11-07-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები სომხეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის ემზადება. ირის ანტმანის გუნდი ამხანაგურ შეხვედრებს 13 და 16 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

მოახლოებული თამაშებისთვის ჩვენი გუნდი 23 ფეხბურთელის შემადგენლობით, ილია კოკაიას სახელობის თბილისის ზღვის საფეხბურთო ცენტრში ემზადება. ტრავმის გამო, გუნდს ანა წულაია გამოაკლდა.

სომხეთის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრები ქალთა ერთა ლიგის პირველი გათამაშებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ახალ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ასპარეზობას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: სვეტლანა გაბელაია (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თეონა სუხაშვილი (სანედი, იონიშკისი, ლიეტუვა).

დაცვა: თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, ეტლინგენი, გერმანია) ანა ჯოჯუა (კვარტალი, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფიკო ნარსია (ლანჩხუთი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), გვანცა ქადაგიშვილი (დინამო, სოხუმი).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), მარიამ ცისკარიშვილი (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი), ელენე ჩიქოვანი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა), მაიკო ბებია (სამეგრელო, ჩხოროწყუ), ნინო ბუხრიკიძე (სამეგრელო, ჩხოროწყუ), მარიამ ჯანიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ხატია ჭყონია (ბათუმი), ნათელა წოწერია (სანედი, იონიშკისი, ლიეტუვა), ლელა ჭიჭინაძე (დინამო, სოხუმი).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი