კონკურენტი კვარასთვის - ნაპოლი ვილფრიდ ზაჰას ტრანსფერზე მუშაობს » სპორტის ხაზი

კონკურენტი კვარასთვის - ნაპოლი ვილფრიდ ზაჰას ტრანსფერზე მუშაობს

კონკურენტი კვარასთვის - ნაპოლი ვილფრიდ ზაჰას ტრანსფერზე მუშაობს
11-07-2023, 14:16
Aa Aa
გაზიარება:

როგორც The Guardian-მა დაწერა, აურელიო დე ლაურენტისი კრისტალ პალასის შემტევის, ვილფრიდ ზაჰას ტრანსფერზე მუშაობს, რომელმაც საუდის არაბეთიდან მიღებული სარფიანი წინადადება ოფიციალურად დაბლოკა.

გარდა ნაპოლის ინტერესისა, 30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით ისეთი გუნდები ინტერესდებიან, როგორებიც გალათასარაი და პარი სენ-ჟერმენი არიან, ამ უკანასკნელთან კი ნაპოლის ფინანსური დუელის გამართვა ძალიან უნდა გაუჭირდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზაჰას დათმობა არც კრისტალ პალასს სურს, რომელიც აფრიკელ მოთამაშეს კიდევ 4 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა თავად ზაჰას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მოგეხსენებათ, რომ ვილფრიდი ზუსტად ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციაზე თამაშობს და არაა გამორიცხული, რომ მისი ტრანსფერით კლუბს ქართველი ფეხბურთელისთვის კონკურენციის გაზრდა სურდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი