"საქართველო ჩემთვის ამასთან ასოცირდება" - დარია ბილოდიდის გულახდილი კომენტარი » სპორტის ხაზი

"საქართველო ჩემთვის ამასთან ასოცირდება" - დარია ბილოდიდის გულახდილი კომენტარი

"საქართველო ჩემთვის ამასთან ასოცირდება" - დარია ბილოდიდის გულახდილი კომენტარი
9-07-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ინტერნეტში ვრცელდება უკრაინელი ძიუდოისტის, დარია ბილოდიდის ინტერვიუ, რომელიც მან Setanta Sports-თან ჩაწერა.

აღნიშნულ ინტერვიუში, უკრაინელი სპორტსმენი ქართველების შესახებაც საუბრობს, სადაც დარია ამბობს, რომ საქართველოში მსოფლიოში ყველაზე მეგობრული ხალხი ცხოვრობს:

"ქართველები მსოფლიოში ყველაზე მეგობრულები არიან. ყოველთვის როდესაც აქ ვარ, თავს კარგად ვგრძნობ. ყველა თბილად გესაუბრება, ყველა ძალიან მეგობრულია. ჩემთვის საქართველო ნიშნავს მეგობრულ ხალხს, გემრიელ, გასაოცარ საჭმელს. ყოველთვის სასიამოვნოა აქ ყოფნა. მსურს, რომ ყველა ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, ვინც მხარს მიჭერს.

საქართველოში ივნისში ვიყავი, ომი უკვე მიმდინარეობდა. როდესაც ავტომობილით ან ავტობუსით ვმგზავრობდი, უკრაინის და საქართველოს დროშებს ვხედავდი.
დავინახე, როგორ უჭერენ მხარს ქართველები უკრაინას და შინაგანი სითბო ვიგრძენი. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სხვა ქვეყნის ხალხი ასე გიჭერს მხარს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვის. ქართველები ჩვენთვის მეგობრებივით, ძმებივით არიან. ეს მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს.
" - თქვა დარია ბილოდიდმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.