ლაშა ტალახაძე: "ბავშვობიდან ყველაზე მეტად ამის მეშინია" » სპორტის ხაზი

ლაშა ტალახაძე: "ბავშვობიდან ყველაზე მეტად ამის მეშინია"

ლაშა ტალახაძე: "ბავშვობიდან ყველაზე მეტად ამის მეშინია"
12-08-2023, 13:31
Aa Aa
გაზიარება:

მშვიდი, გაწონასწორებული ნერვების მქონე, ყველა დროის ყველაზე ძლიერი ადამიანი, ძალოსანი ლაშა , საჩხერეში დაიბადა და გაიზარდა.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ლაშას ინტერვიუდან, რომელიც „თბილისელებმა“ ჩაწერა.

– გიყურებ და ვფიქრობ: მსოფლიოში უძლეველი ადამიანის ტიტულის მქონე ადამიანს, ალბათ, არაფრის შიში არ აქვს. ასეა თუ ვცდები?

– ასეც არ არის (იცინის). ბავშვობიდან სიმაღლის შიში მაქვს. მეოცე სართულზე მიწევდა ცხოვრება და იმდენად მეშინოდა, აივნიზე ვერ გავდიოდი (იცინის).

– ძალიან მორწმუნე ადამიანი ხარ. მართალია, რომ შეჯიბრებაზე წასვლისას, ერთი ჩემოდანი ხატები მიგაქვს?

– სადაც მივდივარ, ყველგან დამაქვს ხატები. შეჯიბრებაზე თუ მივდივარ, მართლა ბევრი მიმაქვს, „ზბორებზე“ – ცოტა ნაკლები. მეგობრები დამცინიან ხოლმე – ლაშა თავისი ეკლესიით დადისო (იცინის). ჩემპიონატების წინ, ყოველთვის მივდივარ უწმინდესთან დასალოცად.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი