ბოლოს სკუდეტო 1990 წელს მოიგეს - რომელი ადგილი დაიკავა ნაპოლიმ მოგებიდან მომდევნო სეზონში? » სპორტის ხაზი

ბოლოს სკუდეტო 1990 წელს მოიგეს - რომელი ადგილი დაიკავა ნაპოლიმ მოგებიდან მომდევნო სეზონში?

ბოლოს სკუდეტო 1990 წელს მოიგეს - რომელი ადგილი დაიკავა ნაპოლიმ მოგებიდან მომდევნო სეზონში?
9-07-2023, 14:25
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის თავის ისტორიაში იტალიის ჩემპიონატი სულ სამჯერ აქვს მოგებული: 1986/1987, 1989/1990 და ახლა, 2022/2023 წლების სეზონში.

საინტერესოა იმაზე დაკვირვება თუ როგორ შედეგი დააფიქსირა პარტენოპეიმ ბოლოსწინა, 1990 წლის ჩემპიონობის შემდეგ გამართულ სეზონში.

1990/1991 წლების სეზონში ნაპოლიმ სერიოზული ვარდნა განიცადა და პირველი ადგილიდან საბოლოოდ მე-8 პოზიციაზე დაეშვა.

აღსანიშნავია, რომ კლუბში ჯერ კიდევ თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც დიეგო მარადონა, ჩირო ფერარა, ჯანფრანკო ძოლა და სხვები იყვნენ.

რაც შეეხება სადებიუტო ჩემპიონობის მომდევნო სეზონს, ანუ 1988 წელს, აქ ნაპოლიმ მე-2 ადგილი დაიკავა და მილანს სულ რაღაც სამი ქულით ჩამორჩა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი