მორიგი ავანტიურა - ვინ არის კო იტაკურა, რომლის ყიდვაც ნაპოლის სურს? » სპორტის ხაზი

მორიგი ავანტიურა - ვინ არის კო იტაკურა, რომლის ყიდვაც ნაპოლის სურს?

მორიგი ავანტიურა - ვინ არის კო იტაკურა, რომლის ყიდვაც ნაპოლის სურს?
9-07-2023, 11:35
Aa Aa
გაზიარება:

კიმ მინ-ჯე ნაპოლიდან ბაიერნში წავიდა და კლუბს მისი შემცვლელის შეძენა აუცილებლად დასჭირდება, რისთვისაც აურელიო დე ლაურენტისი გეგმებს უკვე აწყობს.

Areanapoli-ის ინფორმაციის მიხედვით, პარტენოპეი კიმის ჩანაცვლებას კვლავ აზიელი ფეხბურთელით, ამ შემთხვევაში კო იტაკურათი აპირებს, რომელიც ახლა მიუნხენგლადბახის ფეხბურთელია და გასულ სეზონში ამავე კლუბის მაისურით ბუნდესლიგაში 24-ჯერ ითამაშა.

იტაკურა 26 წლისაა და კარიერის დანარჩენ დროს ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიცაა კავასაკი ფრონტალე, ვეგალტა სენდაი, გრონინგენი და შალკე. გარდა ამისა, კარიერის დასაწყისში იტაკურა მანჩესტერ სიტიშიც ირიცხებოდა, თუმცა ინგლისურ გუნდში თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია. რაც შეეხება იაპონიის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს, აქ იტაკურას ჯამში 36 შეხვედრა აქვს მოგროვილი.

Areanapoli-მ დაწერა, რომ იტაკურა დე ლაურენტისის აბსოლუტური ფავორიტია და ნაპოლის პრეზიდენტი მასში ისეთივე დაცვის ლიდერის თვისებებს ხედავს, როგორც ეს კიმის შემთხვევაში იყო.

Transfermartk-ის მონაცემებით, 26 წლის იაპონელი ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონი ევროა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი