"ვოლკანოვსკი ჩემთან ჩხუბს ამ მიზეზით გაურბის" - ილია თოფურია » სპორტის ხაზი

"ვოლკანოვსკი ჩემთან ჩხუბს ამ მიზეზით გაურბის" - ილია თოფურია

"ვოლკანოვსკი ჩემთან ჩხუბს ამ მიზეზით გაურბის" - ილია თოფურია
8-07-2023, 13:17
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველ მებრძოლს, ილია თოფურიას ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ ქვემსუბუქი კატეგორიის სატიტულო ბრძოლის გამართვა მოქმედ ჩემპიონ ალექსანდერ ვოლკანოვსკისთან სურს.

როგორც ილიამ MMA Junkie-სთან ეთერში თქვა, ავსტრალიელი მებრძოლი მსუბუქ კატეგორიაში გადასვლას და მახაჩევთან რევანშის აღებას მხოლოდ იმიტომ ცდილობს, რომ თოფურიასთან ბრძოლას თავი აარიდოს:

"ვოლკანოვსკი მახაჩევისკენ მიიწევს, 155 ფუნტიან კატეგორიაში. სინამდვილეში მან ძალიან კარგად იცის თუ სად უნდა ელოდოს ყველაზე დიდ საფრთხეს. ცხადია, ეს ჩემი, 145 ფუნტის კატეგორიაა."

"მას სურს, რომ იოლი გზები მოძებნოს და სწორედ ამ მიზეზით გამირბის. UFC-ის ორგანიზატორებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი და ვოლკანოვსკის ბრძოლა დიდი მოვლენა იქნება."
- თქვა თოფურიამ

ცნობისთვის, ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი ქვემსუბუქი კატეგორიის სატიტულო ბრძოლას ხვალ, დილის რვა საათზე იაირ როდრიგესის წინააღმდეგ გამართავს და ქამრის დაცვას შეეცდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.