"მოუთმენლად ველი მანჩესტერთან ერთად სეზონის დაწყებას" - მეისონ მაუნტი » სპორტის ხაზი

"მოუთმენლად ველი მანჩესტერთან ერთად სეზონის დაწყებას" - მეისონ მაუნტი

"მოუთმენლად ველი მანჩესტერთან ერთად სეზონის დაწყებას" - მეისონ მაუნტი
5-07-2023, 14:26
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაიწერა, რომ მეისონ მაუნტმა ლონდონის ჩელსი დატოვა და მანჩესტერის წითელ ბანაკში გადაბარგდა.

ეს ტრანსფერი ბევრისთვის მოულოდნელი იყო. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მაუნტს ახალი ლამპარდის იარლიყი მიაკრეს, რის გამოც ჩელსის გულშემატკივრებს მაუნტის კლუბიდან წასვლა გამორიცხული ეგონათ. როგორც აღმოჩნდა, მაუნტი არც ახალი ლამპარდია და აღარც ჩელსის მაისურით ითამაშებს.

აი, რა კომენტარი გააკეთა ინგლისის ნაკრებისა და ახლა უკვე მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელმა ახალ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით:

"ძალიან აღელვებული ვარ და მოუთმენლად ველი ერიკ ტენ ჰაგთან მუშაობის დაწყებას. ჩემთვის იოლი სულაც არ ყოფილა იმ კლუბის დატოვება, რომელთან ერთადაც პირველი ნაბიჯები გადავდგი და გავიზარდე, თუმცა მანჩესტერი მთავაზობს პროექტს, რომელიც ჩემთვის საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველია."

"ეს არის ჩემი კარიერის ახალი ფაზა და დიდი სურვილი მაქვს, რომ მანჩესტერთან ერთად უამრავი ტიტული მოვიგო."
- თქვა მაუნტმა

შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა ფეხბურთელმა მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, მისი ტრანსფერი კი 60 მილიონ ევრომდე დაჯდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.