გერმანული სტატისტიკური ცენტრი, Transfermarkt იმ გუნდების სიას აქვეყნებს, რომლებსაც ევროპის წამყვანი ჩემპიონატებიდან ყველა ტურნირზე ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი.
აღსანიშნავია, რომ ამავე სიის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიც" მოხვდა, რაც ნათელი დასტურია იმის, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი მშვენიერ ფორმაშია. როგორც ხედავთ, ნეაპოლელები მე-4 პოზიციას 35 გოლით იკავებენ და მხოლოდ ისეთ გუნდებს ჩამორჩებიან, როგორებიც "პსჟ" (38), "ბაიერნი" (44) და "მანჩესტერ სიტი" (45) არიან.