"ნაპოლის ფავორიტის სტატუსს ვერავინ წაართმევს, მათ კვარა და ოსიმენი ჰყავთ" - ლუჩანო სპალეტი » სპორტის ხაზი

"ნაპოლის ფავორიტის სტატუსს ვერავინ წაართმევს, მათ კვარა და ოსიმენი ჰყავთ" - ლუჩანო სპალეტი

"ნაპოლის ფავორიტის სტატუსს ვერავინ წაართმევს, მათ კვარა და ოსიმენი ჰყავთ" - ლუჩანო სპალეტი
6-07-2023, 11:07
Aa Aa
გაზიარება:

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, იტალიის ჩემპიონატის 2023/2024 წლების სეზონი 20 აგვისტოს დაიწყება. ახალი სეზონისა და მისი ფავორიტის შესახებ ჰკითხეს ნაპოლის ყოფილ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის, რომელმაც თქვა, რომ რუდი გარსიასა და მის ბიჭებს ტიტულის დაცვა შეუძლიათ:

"ახალი სეზონი იწყება, ახალი გამოწვევებია და ვიღაცები წამყვან მოთამაშეებს დაკარგავენ. მიუხედავად ამისა, გარშემო არაერთი ძლიერი ფეხბურთელია და ლიდერების ჩანაცვლება შეუძლებელი არ არის. ჩემპიონობაში მთავარი ისაა, რომ კლუბში შესაფერისი გარემო და ატმოსფერო იყოს, ნეაპოლი კი ამ მხრივ ყოველთვის გამორჩეული იყო. ვფიქრობ, მათ შეუძლიათ, რომ ტიტული მომდევნო სეზონშიც მოიგონ. რუდი გარსიას ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, როგორებიც ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი არიან."

სხვათაშორის, სპალეტიმ იმაზეც ისაუბრა, რომ 1 წლით დასვენებას არ აპირებს და ეს მედიის მიერ შექმნილი მითია. მან თქვა, რომ მცირე პაუზას აიღებს, მწვრთნელებისგან ახალ დეტალებს შეისწავლის და უკან დაბრუნებაზეც იფიქრებს:

"მე არსად მითქვამს, რომ მომდევნო 1 წელი უსაქმოდ ყოფნა მსურს, ეს თქვენ გამოიგონეთ. უბრალოდ ვთქვი, რომ ამოსუნთქვისთვის, განტვირთვისთვის ცოტა დრო მჭირდება, შემდეგ კი ყველაფერს დრო გვიჩვენებს." - თქვა 64 წლის ტოსკანელმა სპეციალისტმა

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი ნაპოლისთან ერთად სკუდეტოს მოგების შემდეგ კლუბიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაყრდნობით წავიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი