"ევრო 2024-ზე თამაში გვსურს და ყაზახეთს უნდა მოვუგოთ" - საბა კვირკველია » სპორტის ხაზი

"ევრო 2024-ზე თამაში გვსურს და ყაზახეთს უნდა მოვუგოთ" - საბა კვირკველია

"ევრო 2024-ზე თამაში გვსურს და ყაზახეთს უნდა მოვუგოთ" - საბა კვირკველია
3-07-2023, 18:43
Aa Aa
გაზიარება:

Azerisport-ს სტუმრობდა ბაქოს ნეფთჩის მცველი, საბა კვირკველია, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავლისა და პერსპექტივებზე ისაუბრა:

"ეროვნულ გუნდში ბევრი ტოპ კლასის ფეხბურთელი გვყავს. გარდა ამისა, მთავარი მწვრთნელიც შესანიშნავად გამოიყურება. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ევრო 2024-ზე ვითამაშოთ."

"ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მე-2 ადგილის დაკავება გვსურს, რაც ტურნირის საგზურს მოგვცემს."

"ცხადია, ჩვენი ყველაზე დიდი იმედი ყაზახეთთან გასამართ 1/2 ფინალურ შეხვედრას უკავშირდება, რომლის მოგების შემთხვევაშიც ფინალში თურქეთს ან საბერძნეთს შევხვდებით. პლეი ოფში ერთი თამაშია და ერთ თამაშში ყველაფერია მოსალოდნელი."

"ვიმედოვნებთ, რომ ორიდან ერთ შანსს გამოვიყენებთ და საქართველოს ევრო 2024-ზე გავიყვანთ."
- თქვა საბა კვირკველიამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი